ლულუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლულუ – (შუამდ.) პირველგაჩენილი, ველური კაცი, რომელსაც ქმნის ენქი მარდუქის შთაგონებით ჯანყისთვის დასჯილი ღმერთის სისხლისგან. ლულუ-ამელუ „ლულუ-კაცი“ „გილგამეშიანში“ ეწოდება ენქიდუს იმის აღსანიშნად, რომ მასში ჩადებული იყო ადამიანად გახდომის შესაძლებლობა.