კოვზირიძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით კოვზირიძე – (დ. 1 იანვარი, 1950, ზესტაფონი — გ. 14 ოქტომბერი, 2004). — იურისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1973).
სამუშაო გამოცდილება
- იურიდიული საქმიანობა;
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს დემოკრატიული პარტია;
- ზესტაფონის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე (1998-99);
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „აღორძინება“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.