საყვარელიძე ფრიდონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრიდონ საყვარელიძე – დაიბადა 1954 წლის 3 სექტემბერს თბილისში. — ექიმი, პოლიტიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1978).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამედიცინო, სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. (1978-92).
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი;
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, ბლოკი „11 ოქტომბერი“, პოლიტიკური ორგანიზაცია „დასი“.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი.