ახვლედიანი არმაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არმაზ ახვლედიანი – დაიბადა 1970 წლის 18 იანვარს ბათუმში.
განათლება – მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1991), ასპირანტურა (1994).
სამუშაო გამოცდილება
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო (1994-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია - „მამული“.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრი.