ლაზარაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ლაზარაშვილი – დაიბადა 1943 წლის 10 იანვარს გორის რაიონის სოფელ ზემო ხვითში.
განათლება – ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1964). სამხედრო სამსახური (1964-65).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1966- 72);
- პარტიული საქმიანობა (1972-95);
- შიდა ქართლში სახელმწიფო მეთაურის რწმუნებულის მოადგილე (1995).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): №32 გორის საარჩევნო ოლქი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2003): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ბუნებრივი რესურსების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.