ქარსელაძე ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვლადიმერ ქარსელაძე – დაიბადა 1947 წლის 6 აპრილს თბილისში.
განათლება – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (1970).
სამუშაო გამოცდილება
- პარტიულ-სამეურნეო საქმიანობა.
- სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე (1994-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №36 ბორჯომის საარჩევნო ოლქი, ტურიზმისა და რეკრეაციის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ფრაქცია „საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“-ს თავმჯდომარე.
სახელმწიფო ჯილდოები
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.