ოპსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპსი – (ოპა) (რომ.) ნაყოფიერებისა და ნათესთა მფარველი ღვთაება იტალიკურ მითოსში. სატურნუსის მეუღლე. მოგვიანებით, როდესაც სატურნუსი კრონოსის თანაგვარი გახდა, ოპსი (ოპა) რეა-კიბელეს შეუთავსდა და მას იუპიტერთან ერთად სცემდნენ თაყვანს. კაპიტოლიუმის ბორცვზე ოპსსა და სატურნუსს ჰქონდათ საერთო ტაძარი.