გაზდელიანი თენგიზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თენგიზ გაზდელიანი – (დ. 12 იანვარი, 1946, ლენტეხი – გ. 2 დეკემბერი, 2007). — ექიმი, პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1971).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას (1971-92).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-94): მაჟორიტარი, №6.46 ლენტეხის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე.
- სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი (1994-99).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №46 ლენტეხის საარჩევნო ოლქი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარე.
- საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ლემი“-ს თავმჯდომარე.