გაჩეჩილაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი გაჩეჩილაძე – დაიბადა 1954 წლის 24 ივნისს თბილისში. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე 1995 წლიდან.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, საქართველოს მწვანეთა პარტია.
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან – პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები 1992-1995
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები 1995-1999
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები 2012-2016
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები 2016-2020
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს პოლიტიკური ლიდერები
- გაჩეჩილაძეები