გოცირიძე ელგუჯა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელგუჯა გოცირიძე დაიბადა 1958 წლის 20 მარტს თერჯოლაში. — ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
განათლება – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სპეციალობით სამკურნალო საქმე (1981).
სამუშაო გამოცდილება
- ქუთაისის ავტოქარხნის მედ. სან. ნაწილი, ქირურგიული განყოფილების ექიმი-ინტერნი (1981-1982)
- ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი (1982-1984)
- ქალაქის სამშობიარო სახლის განყოფილების გამგე (1984-1985)
- ქალაქის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი (1985-1994)
- აკად. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ექიმი (1994-2001)
- ჩაჩავას კლინიკის“ გენერალური დირექტორი (2001-2016)
- საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი, №50 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.