სამადაშვილი სალომე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სალომე სამადაშვილი – დაიბადა 1976 წლის 2 აპრილს თბილისში. — იურისტი, პოლიტიკოსი
განათლება – დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი), საკონსტიტუციო სამართალის სპეციალობით; ამერიკის უნივერსიტეტი სახელმწიფოს მართვის სპეციალობით; ალეგენის კოლეჯი პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფიის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება – მკვლევარი, საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი.
- მონტერეის საერთაშორისო კვლევების ცენტრი -ჰერბერდ სკოვილის სახელობის მკვლევარი (1997-1998)
- საქართველოს საელჩო აშშ-ში - კანცელარიის გამგე (1998)
- კარანა კორპორაციის უფროსი სპეციალისტი (2000-2001)
- საერთაშორისო განათლებისა და ხელოვნების ფონდის უფროსი სპეციალისტი (2001)
- ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი (2002-2004)
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2005): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2005-2012).
- ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩი (2005-2013)
- მარტენსის ევროპულ კვლევათა ცენტრის საპატიო მკვლევარი (2013-2014)
- ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლივიის საპარლამენტო პროგრამის დირექტორი (2014-2015)
- საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (2015-)
- საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი (2016-)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ - თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
სახელმწიფო ჯილდოები
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (01.11.2011)
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი იურისტები
- ქართველი დიპლომატები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- სამადაშვილები