აშვათჰა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 25 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აშვათჰა – (ინდ.) „ცხენის სადგომი“, წმიდა ლეღვის ხე, სამყაროს ხის ერთ-ერთი განსახიერება. ფესვები მას ცაში აქვს გადგმული, მისი კენწერო კი მიწისკენ არის მიმართული. მის ძირას ხდებოდა ცხენის შეწირვის რიტუალი (აშვამედჰა).