ხაბელოვი ლერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლერი ხაბელოვი – დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს თბილისში. — სპორტსმენი, თავისუფალ ჭიდაობაში XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1988, სეული), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1981) და ახალგაზრდებს (1982) შორის. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986).
განათლება – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (1985).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1998 - 2004)
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2000 - 2004)
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2004 - 2008)
- სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 2012 წლის დეკემბრიდან.
პარლამენტის წევრი
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) მაჟორიტარი, №33 ქარელის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი
სახელმწიფო ჯილდო
- ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
- ღირსების ორდენი
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი სპორტსმენები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსნები