ფუტკარაძე ტარიელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტარიელ ფუტკარაძე – დაიბადა 1960 წლის 9 მაისს შუახევში. — ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1983); ასპირანტურა (1986).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).