აბაშიძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშიძე დავით – დაიბადა 1960 წლის 17 აპრილს თბილისში.
განათლება – მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1982).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სახელმწიფო-სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1982-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2000): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი (2000-2003).