ბაკქი ქალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:39, 28 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაკქი ქალები – (ბერძნ.) ღვინის ღვთაების, დიონისეს, თაყვანისმცემელი ქალები.
ასე შეერქვათ მათ იმის გამო, რომ დიონისეს მეორე სახელი იყო ბაკქოსი „რომში – ბახუსი“. სხვაგვარად ბაკქ ქალებს „მენადებსაც“ უწოდებდნენ. ევრიპიდეს ერთ-ერთი ჩვენამდე მოღწეული ტრაგედიის სათაურიც ასე იკითხება: „ბაკქი ქალები“.