ავკვეთის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 17 ივნისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავკვეთის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ავკვეთის სამხრეთით, ურულის ხეობაში, ტყიანი მთის ფერდობზე. თარიღდება XI-XII სს.-ით.

აღწერილობა

ავკვეთის ეკლესია დარბაზულია (16,8 X 13,7 მ.), ნაგებია თლილი ქვით. საპირე ქვა ვარდისფერი და მწვანეა, ნაგებობის შიდა კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით. შენობა დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის და დასავლეთ სათავსების კედლების ქვედა ნაწილი; დანგრეულია ეკლესიაზე ბევრად დაბალი და ვიწრო ეგვტერებიც, რომელიც ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის, ჩანს მხოლოდ მათი გეგმის კონტურები.

ავკვეთის ეკლესიის თავისებურებას მისი დასავლეთი ნაწილი – ეგვტერ-კარიბჭე წარმოადგენს. იგი ყრუ კედლით გაყოფილია ორად. ჩრდილოეთ ნაწილში წაგრძელებული სათავსია, სამხრეთისაში – მცირე ზომის ეგვტერი ჩრდილოეთისკენ მიმართული აფსიდით, მასში შესვლა სამხრეთ ეგვტერ-კარიბჭედან შეიძლებოდა.

ავკვეთის ეკლესიას აქვს სამი განიერი შესასვლელი: დასავლეთი კედლის ცენტრში, ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთი კედლის დასასავლეთ ნაწილში, აფსიდი ნახევარწრიულია, განიერი. საკურთხევლის წინ იდგა მწვანე ქვის მოჩუქურთმებული კანკელი (დაცულია საქ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში). დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. კედლებზე აქა-იქ შერჩენილია შელესილობისა და კედლის მხატვრობის კვალი. აფსიდში ერთი, სამხრეთ კედელში კი ორი სარკმლის კვალი შეიმჩნევა.

ავკვეთის ეკლესიის ფასადების საპირე ქვები უმეტესად ამოვარდნილია. ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრრეთი ფასადების ცენტრში შერჩენილია შვერილი თაროს რამდენიმე ფრაგმენტი. თარო სარტყელივით გასდევს ფასადებს. მას ეყრდნობა ეგვტერ-კარიბჭეების კამარები. კედლებს ზოგ ადგილას ატყვია ფხვიერი ხსნარით შესრულებული გვიანდ. შეკეთების კვალი.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები