ბიისის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:07, 21 ივნისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბიისის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში, სოფლის სამხრეთით, ამაღლებულ ბორცვზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (8,1 X5,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და დასავლე კედელი, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების ზედა ნაწილი; დაზიანებულია აღმოსავლეთ კედელიც შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი), ნალისებრი აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. აფსიდის ცენტრში დგას სატრაპეზო ქვა.