გარდატენის მწვანე საყდარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:08, 22 ივნისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გარდატენის მწვანე საყდარი - გარდატენის მწვანე საყდარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 6 კმ–ში მდებარე სოფელ გარდატენიდან აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე. აგებულია X-XI სს.-ში.
აღწერილობა
გარდატენის მწვანე საყდარი ფერიცვალების სახელობისაა. იგი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია ნატეხი მომწვანო ფერის ტუფის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია გადახურვა და დასავლეთის კედელი, ნაწილობრივ სამხრეთისა. ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ პილასტრაზე გადადიოდა სამ-სამი დეკორატიული თაღი.