ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია (გორი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესიის გეგმა

ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში დგას სოფელ ახალდაბაში, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება X ს.-ის დასაწყისით.

აღწერილობა

ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,7 X 7,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია ტუფის ქვით, კამარა, საბჯენი თაღი და კონქი – აგურით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული.

აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე მაღალი თაღოვანი შესასვლელები მას აკავშირებენ კედელში მოქცეულ მცირე ზომის სათავსებთან – სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან. სამხრეთი სათავსი აღმოსავლეთით დასრულებულია ყრუ აფსიდით, ჩრდილოეთისას აღმოსავლეთის შეზნექილ კედელში პატარა სარკმელი აქვს. კონქში, სათავსებში შესასვლელების თავზე, ჩასმულია თითო რეზონატორი (ქვევრი). საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთ კედელთან, ჩამაგრებულია ბუდიანი ქვის ბაზისი. აქვე ჩანს კანკელის კვალი. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია (ორივე ამოშენებულია). კამარის საბჯენი თაღები გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა.

აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, გამოსახულია გლუვზედაპირიანი რელიეფური ჯვარი. სარკმლების არეები მორთულია სადად, ლავგარდანი განახლებულია აგურით. შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეები გამაგრებულია წაკვეთილი კონუსის ფორმის მძლავრი კონტრფორსებით.

ბიბლიოგრაფია

3.მეგრელიძე ი. ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები //მაცნე.-1966.-N3.-გვ.248. სოფ. ახალდაბის ღვთისმშობლის სახელობის უგუმბათო ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
4.ხუჯაძე გ. ბორჯომის ხეობა.-თბ.,1969.-გვ.93. მოკლე ცნობები ახალდაბის (თამარის) ციხის შესახებ.
5.გორი-ბორჯომი. ახალდაბა //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.33. მოკლე ცნობები ციხისა და კოშკის ნანგრევების შესახებ.
6.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ბორჯომის ხეობა.-თბ.,1957.-გვ.52-53. მრგვალი, ოთხსართულიანი კოშკის მოკლე აღწერილობა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები