ტყუპის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:59, 1 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტყუპის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკების განაპირას, სკრის ხეობაში.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (6,8 X 5,1 მ), ნაგებია ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია. ქვის კაკნკელში სამი ნიშია. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. შენობა შიგნიდან შელესილია.