საქაშეთის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:59, 4 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქაშეთის კოშკი - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქაშეთის ცენტრში. თარიღდება XVIII საუკუნით.

კოშკის თავზე, მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად, კოშკი 1792 წ. აუგია გორის ციხის გარნიზონის უფროსს (მინბაშს) დიმიტრი დიასამიძეს.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრულია (დიამ. 7,6 მ), ოთხსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით, კედლები შიგნიდან შელესილია, გარეთ მობათქაშებული. დაზიანებულია, განსაკუთრებით, მეოთხე სართული. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთითაა, მეორე სართულზე. პირველი სართული დამხმარე სათავსია. მის კედლებში ორი სარკმელი და სამი სათოფურია. მეორე და მესამე სართულები საბრძოლო და საცხოვრებელია. ყოველ სართულზე, სარკმლებისა და სათოფურების გარდა, ნიშებიც არის. მესამე სართულის კამარაზე დეკორატიული რომბებია გამოყვანილი. სათავსი უფრო ნათელია. კოშკის სამივე სართული გადახურულია კონუსური კამარებით. მეოთხე სართული მაღალკედლებიანი საბრძოლო ბანი იყო. მის კედლებში სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეებია გაჭრილი. სართულები ერთმანეთს უკავშირდება კედელში დატანებული კიბით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები