არმაზციხე (ბიგინეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:29, 14 აგვისტო 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმაზციხე – ძველი მცხეთის შიდაციხე (ციტადელი) მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ბაგინეთის მთაზე. ძვ.წ. უკანასკნელ და ახ.წ. I საუკუნეებში წარმოადგენდა ქართლის (იბერიის) მეფეთა რეზიდენციას. 1943 წლიდან წარმოებული გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია გალავნის და კოშკების, სამეფო რეზიდენციის ნაგებობათა ნაშთები და სხვა. უძველესი კულტურული ფენა ძვ.წ. IV-III საუკუნეებს განეკუთვნება. არმაზციხეს, როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული ცენტრის, მნიშვნელობა დაეცა დედაქალაქის თბილისში გადმოტანის შემდეგ. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბებმა გაანადგურეს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები