Teocrium orientale L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Teocrium orientale L. – ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 10-50 სმ სიმაღლის. აქვს რამდენიმე ღერო – სწორად მდგომი ან წამოწეული, ზედა ნაწილში დატოტვილი, ოთხწახნაგოვანი, მეტ-ნაკლებად შებუსული ან შიშველი. ფოთლები ფართო, კვერცხისებურია, ერთ ან ორმაგფრთისებურად განკვეთილი. ყვავილედი საგველასებურ-ფარისებური, ჩხროები 1-3-ყვავილიანია; გვირგვინი ცისფერია ან მოიისფრო •ლურჯი, ქვემოდან შებუსულია, გვერდითი ნაკვთები კვერცხისებურია ან ლანცეტა. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე მშრალ ფერდობებზე, ტყის ველობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შენაქოს მიდამოებში. გავრცელებულია აჭარაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში.