ვირტუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:15, 29 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვირტუსი – (ლათ. virtus). ბერძნული „არეტეს“ რომაული შესაბამისი ცნება, რომელიც გულისხმობდა სამხედრო ძალმოსილებისა და მოქალაქეობრივი მოვალეობის პირნათლად აღსრულების გაგებასაც. მოგვიანებით ვირტუსმა ღვთაების ფუნქცია შეიძინა და მას თაყვანს სცემდნენ, როგორც სამხედრო სიქველის განმასახიერებელ ქალღმერთს.
ვირტუსს წარმოსახავდნენ თხემით ტერფამდე აღჭურვილ ამორძალად. ზოგჯერ მას ბელონასთანაც აიგივებდნენ.