ქორდის წმინდა ბარბარეს ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქორდის წმინდა ბარბარეს ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (5,76 X 3,68 მ), ნაგებია რიყის ქვით. სარკმლის საპირეები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. შენობა ძლიერ დაზიანებულია, ჩანგრეულია კამარა. შესასვლელი სამხრეთითაა.