კასრი (გემსაბმელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კასრი
ცილინდრული ფორმის მოტივტივე გემსაბმელი ნაგებობა (დიამეტრი 1,5–3,0 მ), რომელიც რეიდზე ან პორტის აკვატორიაში გემების საიმედო დგომას უზრუნველყოფს.
ზემო და ქვემო სიბრტყეებზე აქვს ყუები და რგოლსარჭები. ზემო ყუაში ჩასმულია სატაკელაჟო კავი, რომელიც კასრს აერთებს გემიდან მიწოდებულ გემსაბმელ გვარლთან; ქვემო ყუაზე, წყალქვეშ, მიბმულია ბრიდელი.
