იარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:56, 2 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იარი – (ხეთ.) შავი ჭირის ღვთაება. ამიტომ ეპიდემიის აფეთქებისას მას უნდა შეურიგდნენ, მოიმადლიერონ. იარი ომის ღმერთის ფუნქციების მატარებელიც არის და მეფის შემწეა ბრძოლის დროს. იარის სახე სიზმრების საფუძველზეა შექმნილი. ღმერთი გამოეცხადება მეფეს სიზმარში. ის ლომზე დგას და ქალის სახე აქვს.