ინაქოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:32, 2 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინაქოსი – (ბერძნ.) არგოსელი გმირი. ოკეანოსისა და ტეთისის ძე. იოსა და ფორონეას მამა.
მსოფლიო წარღვნის შემდეგ ინაქოსმა ადამიანები მთის ხეობებიდან ველზე გამოიყვანა და დააარსა ქალაქი არგოსი. როდესაც პოსეიდონსა და ჰერას დავა ჰქონდათ იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებოდა კეფისოსის ველთა მფლობელი, მსაჯულად უხმეს ინაქოსს, რომელმაც ჰერას მიანიჭა უპირატესობა. ამის გამო პოსეიდონმა დააშრო არგოლისის მდინარეები. მას შემდეგ ხრიოკად იქცა ეს მხარე. როდესაც ზევსმა ინაქოსის ასულის, იოს ცდუნება მოიწადინა, ღმერთის წინაშე ხმა აიმაღლა მამამ. ამ კადნიერებისთვის ზევსმა იოს ერინიები მიუჩინა. მათგან რომ თავი დაეღწია, იო გადაეშვა მდინარეში, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა.