ფაონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:16, 5 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაონი(ბერძნ.) კუნძულ ლესბოსის მკვიდრი.

ერთხელ აფროდიტემ განიზრახა, გამოეცადა ფაონი და მას, ბერიქალად გარდასახული, მდინარის პირას გამოეცხადა, თან მეორე ნაპირზე გადაყვანა სთხოვა. არ დაიზარა ფაონმა და მოხუც ქალს თხოვნა აუსრულა, არც საზღაური გამოართვა. მაშინ აფროდიტემ კვლავ თავისი სახე დაიბრუნა და ფაონს ისეთი სალბუნი მისცა, რომლის ძალითაც იგი უფრო ახალგაზრდა და მშვენიერი გახდა. ყველა ქალი ეტრფოდა ფაონს, მათ შორის იყო დიდებული პოეტესა საპფოც. ასე ამბობენ, ლევკადის კლდიდან გადაეშვაო მღელვარე ზღვაში ფაონზე უიმედოდ შეყვარებული პოეტი ქალი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები