დოლიხოდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:35, 14 ნოემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დოლიხოდრომი - ანტიკური ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი დისციპლინა - რბენა ყველაზე გრძელ დისტანციაზე. მანძილი სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო, 7-დან 24 სტადიამდე მერყეობდა, მაგრამ უფრო ხშირად 20 სტადიას შეადგენდა (დაახლოებით 3845 მ).
შეჯიბრება მიმდინარეობდა ეტაპობრივად, ვიდრე სარბიელზე 4 მონაწილე არ დარჩებოდა. ბოლო ეტაპი ამ ოთხეულის ფინალური შეჯიბრება იყო. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში პირველად შეიტანეს ძვ.წ. 720 წელს (XV თამაშები). გაიმარჯვა სპარტელმა აკანთოსმა.
წყარო
ოლიმპიური ორტომეული