ახაშοალა
ახაშοალა. - აფხ. ბატონს, მფლობელს შეეძლო მონისთვის დაქორწინების უფლება მიეცა. იგი მონას მიწის ნაკვეთს გამოუყოფდა, ძროხას თავისი ხბოთი, ლოგინს, საოჯახო ჭურჭლიდან ქვაბს და სხვა საჭირო ნივთებს მცირე რაოდენობით მისცემდა. ჩვეულებრივ მონას ბატონი ამ დროს აჩმას (საქორწინო გადასახადსაც) უხდიდა. ამ აქტის შედეგად მონა მამაკაცი საბატონყმო გლეხი ხდებოდა 2. შემოსავალი, გასამრჯელო, ჯამაგირი, ტყვედ ჩავარდნილი გლეხი. მწარმოებელი კლასის ყველაზე დაბალი კატეგორია.3. ტყვე, სახლის მონა. თარეშის დროს ფეოდალის, არა მარტო ფეოდალის, მიერ მოპოვებული ტყვე. ტყვეს უმეტესად ოსმალო ვაჭრებზე ჰყიდდნენ. იშვიათად სახლის მონებადაც მიჰყავდათ. 4. გლეხობის უდაბლესი ფენა, მათგან ნაწილი ყოფილი ტყვე იყო. 5. შემოსავალი, სარგებელი. 6. ხელფასი, გასამრჯელო.