ევერსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 8 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ევერსი, ევერი, ენავერი - (ძველი გერმ. enaver – ეულად მცურავი) სატვირთო ერთანძიანი ბრტყელძირა გემი, ტენდერის საიალქნო აღჭურვილობით.
ოდითგანვე გამოიყენებოდა თევზის საჭერად ერთეული მეთევზის მიერ.
მიახლოებითი ზომები: სიგრძე 15 მ, სიგანე 6,5 მ, ბორტის სიმაღლე 1,5 მ, ჩაჯდომა 0,8 მ. ტვირთამწეობა 100 ტონამდე.