მეჭიაური თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამაზ მეჭიაური – დაიბადა 1954 წლის 1 დეკემბერს თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი (1980).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საგადასახადო სისტემაში.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №19 თიანეთის საარჩევნო ოლქი, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №19 თიანეთის საარჩევნო ოლქი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.