მიქაძე გელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გელა მიქაძე – დაიბადა 1971 წლის 30 იანვარს ქ. გორში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური, იურიდიული და დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის (ინგლისური ენა) ფაკულტეტები.
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატენტო-სალიცენზიო განყოფილება, ინჟინერი (1993-2006)
- შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“, დამფუძნებელი (2007-)
- საქართველოს გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი (2011-)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ - მდივანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.