ზვიადაური ზურაბ
ზურაბ ზვიადაური – დაიბადა 1981 წლის 2 ივლისს ახმეტაში. ძიუდოისტი (90 კგ). 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის (2002) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი (2001, 03), ევროპის გუნდური ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (2002, 03). პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. საქართველოს 2004 წლის საუკეთესო სპორტსმენი. ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.
სარჩევი |
განათლება
თბილისის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია მწვრთნელის სპეციალობით (2005).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (2010 - 2011)
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №18 ახმეტის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
2004 წლის ოლიმპიური თამაშები
90 კგ, 32 მონაწილე
1. ზურაბ ზვიადაური (საქართველო)
2. ჰიროში იზუმი (იაპონია)
3. ხასანბი ტაოვი (რუსეთი)
3. მარკ ჰუიზინგა (ნიდერლანდები)
I წრე იპონით (0,48) მოუგო ფრანჩესკო ლეპრეს (იტალია); II წრე წმინდად (4,14) დაამარცხა ხასანბი ტაოვი (რუსეთი); III წრე დამატებით დროში (1,11) ქულებით (იუკო) სძლია ფრედერიკ დემონფოკონს (საფრანგეთი); IV წრეში ვინსტონ გორდონი (დიდი ბრიტანეთი) გაფრთხილებებით მოხსნეს (3,55); ფინალში იპონით (3,03) დაამარცხა ჰიროში იზუმი (იაპონია).
იხილე აგრეთვე
წყარო
- ქართველი სპორტსმენები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების წევრები
- ქართველი ძიუდოისტები
- ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები