ჟორჟოლიანი თეიმურაზ (ექიმი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეიმურაზ ჟორჟოლიანი – დაიბადა 1954 წლის 2 სექტემბერს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“, საქართველოს მონარქისტულ-კონსერვატიული პარტია.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2006): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.