სხირტლაძე როსტომ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როსტომ სხირტლაძე – დაიბადა 1965 წლის 13 მარტს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- ეკონომიკის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი (1992-94).
- მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1994-95): ედპ-ის პარტიული სიით.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): ედპ-ის პარტიული სიით. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის წევრი.