ონაშვილი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გივი ონაშვილი (დ. 27 ივლისი, 1947, პატარძეული, საგარეჯოს რაიონი), ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი (+ 93 კგ). 1972 წლის მიუნხენის XX ოლიმპიურ თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ­-ის ჩემპიონი (1973), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1974, 75), ვიცე­ჩემპიონი (1969, 72, 76) და ბრინჯაოს პრიზიორი (1971). ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1970), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1969). სსრკ-­ის ჩემპიონი (1970) და ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი სამბოში (1971). სსრკ­-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები