დერიუგინი ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:58, 1 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიკოლოზ დერიუგინი — (დ. 30 აპრილი, 1959, ქუთაისი), ქართველი კალათბურთელი (206 სმ). თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1975-85), „თბილისში” (1991-92), უნგრეთის მაფცში (1992-93), თბილისის „ვითაში” (1993-94), თბილისის სდასუსა (1994-95) და სლოვაკეთის „სლოვაკო ფარმაში” (1995-96). იყო სსრკ-ის (1978-85) და საქართველოს (1995-96) ნაკრები გუნდების წევრი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 79). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.