კურტანიძე ელდარ
ელდერ (ლუკა) კურტანიძე – დაიბადა 1972 წლის 16 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფ. ქვემო ფშაფში. — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე ( 90კგ; 96 კგ, 97 კგ). 2000 წლის სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშები (97 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი, 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშებიში (96 კგ) დაიკავა VIII ადგილი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 03), მეორე (1993, 05) და მესამე (1997) პრიზიორი. ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996, 97, 98, 01, 05), ვერცხლისა (1993, 95, 02) და ბრინჯაოს (1999, 06) მედლების მფლობელი, ევროპის პირველობის გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის (1992). საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002, 2003). საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2012-14). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.
განათლება – ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი.
სამუშაო გამოცდილება
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, პრორექტორი (2012-2015)
- საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2012-2014).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2015 წლის თებერვლიდან-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
- ღირსების ორდენი (01-01-2000)
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (01-01-2002)
- ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (01-01-2003)
წყარო
- ქართველი სპორტსმენები
- ქართველი მოჭიდავეები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების წევრები
- ოლიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები
- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსნები
- ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსნები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები
- კურტანიძეები