თალგამი (საზღვაო კვანძი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 13 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
“თალგამი” -თალგამი კნოპის ერთ-ერთი სახეა. კნოპი არის გვარლის ბოლოზე განსაკუთრებული წესით გაკეთებული კვანძი.
ეს დასახელება განპირობებულია ამ კნოპის გარეგნული მსგავსებით თალგამთან.
“თალგამის” გასაკეთებლად გვარლის გაშლილ ძარღვებს ჯვარედინად დაალაგებენ ისე, როგორც ნახ.-ზეა ნაჩვენები. ჩვეულებრივად საკმარისია ორი-სამი გაყრა ისევე, როგორც მოკლე ნაწნავის შემთხვევაში. ამგვარად მიიღება ცილინდრული კნოპი, რომელიც არ აძლევს გვარლს ძარღვებად დაშლის საშუალებას.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;