ჭიაბერაშვილი ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ ჭიაბერაშვილი – დაიბადა 1972 წლის 6 ივნისს ქ. თბილისში. — ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი; ილიას უნივერსიტეტის პროფესორი 2014 წლიდან
განათლება – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1994); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი (1997).
სამუშაო გამოცდილება
- გაზეთი „რეზონანსი“ (1993-1995, 1996-1997)
- გაზეთი „მიმომხილველი“ (1995-1996)
- „სამართლიანი არჩევნების“ პრეს-მდივნი (1997-1998)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი (1998-1999)
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (1999-2002)
- საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი (2002-2003)
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე (2003-2004)
- თბილისის მერი (2004-2005)
- ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი (2005-2010)
- საქართველოს ელჩი შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში (2011-2012)
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2012)
- სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში (2012-2013)
პარლამენტის წევრი
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“ - წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
სახელმწიფო ჯილდოები
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (01-11-2013)
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი ფილოსოფოსები
- ქართველი დიპლომატები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები