ხაზარაძე ვიტალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხაზარაძე ვიტალი – დაიბადა 1947 წლის 6 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი (1971).
სამუშაო გამოცდილება
- პარტიულ-სამეურნეო და საბანკო საქმიანობა.
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მართლწესრიგისა და კანონიერების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე (2002-2004).
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.