არველაძე რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევაზ არველაძე – დაიბადა 1941 წლის 28 ოქტომბერს თელავში. — ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი (1964).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ენერგეტიკის დარგში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე (1964-92);
- სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი (1992-93);
- სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე (1996-97).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №18 ახმეტის საარჩევნო ოლქი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
სახელმწიფო ჯილდოები
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (01-01-2001)