მიქანაძე გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გივი მიქანაძე — დაიბადა 1977 წლის 20 მაისს. იურისტი, პოლიტიკოსი. პოლიციის პოლკოვნიკი 01-01-2017; იუსტიციის პოლკოვნიკი 01-01-2006
განათლება
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა
- ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), სპეციალობა სამართლის მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
- გრ.ხანძთელის სახელობის 1 ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებელი (1997-1999)
- კავშირი „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლა“დირექტორი (1998-1999)
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. მოწვეული სპეციალისტი (1999)
- სახალხო დამცველის აპარატი, ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი, რეფერენტ-იურიკონსულტი (1999-2000)
- საჯარო სკოლა „ბალავარი“ პედაგოგი (2000-2002)
- გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი (2000-2001)
- კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე (2001-2003)
- შსს აკადემია. მოწვეული ლექტორი (2001-2002)
- კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათებლო ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე (2003-2004)
- ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში (2004-2005)
- ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ პროექტის დირექტორი (2005)
- იუსტიციის მინისტრის მოადგილე. (2005-2008)
- თბილისის მერია, აგლომერაციის განვითარების სააგენტო, უფროსის მოადგილე (2009)
- გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“ (2009-2010)
- ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი (2010-2013)
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი (2011-2015)
- აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი (2013-2017)
- ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი (2013-2015)
- ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი. (2015-2016)
- სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი (2016-2018)
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი (2016-2018)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 11-12-2020); საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (17-12-2020); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (08-02-2021)
საპატიო წოდება
„თანამშრომლობის გაძლიერების“ მედალი (24-01-2017)