არსენი (კალიგრაფი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 26 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არსენი – (XII ს.) ქართველი კალიგრაფი. მისი გადაწერილია ოთხთავი (H 1707), რომლის დამკვეთია ვარდან ავლეველი. ხელნაწერი გადაწერილია ნუსხურით ორ სვეტად, ლამაზი კალიგრაფიული ხელით, მუქი ყავისფერი მელნით. კამარები, ასევე ყოველი სახარებას წინ მოთავსებული თავსამკაულში და ადამიანის სტილიზებული ფიგურებისა და მცენარეული მოტივებისაგან შედგენილი. სახარებათა ტექსტის პირველი საზედაო ასოები, შესრულებულია ლურჯი და ოქროსფერი საღებავებით. ხელნაწერში შემორჩენილია ორი მინიატურა: მჯდომარე ლუკა მახარებელი და იოანე მახარებელი, რომელიც პროხორეს კარნახობს.
ვ. სილოგავა