შურუფაქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:41, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შურუფაქი – (შუმ.და ბაბილონ.) წარღვნამდელი უკანასკნელი ქალაქი, სადაც მორიგეობის წესით (ოთხი სხვა ქალაქის – ერიდუს, ბადთიბირას, ლარაქის, სიფარის გავლით) დამკვიდრდა შუმერის მეფობა, ე. ი. იგი გახდა შუმ. ცივილიზაციის ცენტრი. წარღვნის მითოსის თანახმად, იგი მდებარეობდა ევფრატის ნაპირას; მის ახლოს იყვნენ დასადგურებული ღმერთები და აქაური იყო წარღვნას გადარჩენილი ერთადერთი კაცი, უთანაფიშთი.