ქალამანი თალათნური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:02, 2 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქალამანი თალათნური - თალათინგაყრილი (თასმაგაყრილი) ქალამანი. ასე შეკერილი ქალამანი კოხტა იყო, მაგრამ არა მკვიდრი. ქალამნის ამ ტიპს არ ხმარობდა გლეხობა. მას უფრო შეძლებულები იცვამდნენ. ტერმინი თალათინი დღესაც იხმარება ქართლში და ნიშნავს მოქნილ ტყავს.
ლიტერატურა
ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.