ყურთმაჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:21, 2 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყურთმაჯი (კახ. თუშ.) - სახელო, ქალის ქართული კაბის ერთ-ერთი დამატებითი ელემენტი. სახელოებს დასამაგრებლად ზონარი ჰქონდათ მობმული. სახელოთა ნაპირები შემკული იყო ფერადი ზონრებით. მართალია, ჩაცმის შემდეგ ყურთმაჯი ფართო სახელოთა ქვეშ ექცეოდა, მაგრამ ხელების მოძრაობისას თვალსაჩინო ხდებოდა.
- ც.ბ.
